ცაგერში, 25 – 26 ივლისს ”მწვანე ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალის მიზანია ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია ასევე მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა.
ფესტივალი ცაგერიდან, “მწვანე თეატრიდან” დაიწყება და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოივლის. “მწვანე ფესტივალის” ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ. საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზურაბ ფანჯარაძის განცხადებით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იქნება.
“მსგავსი ფესტივალი ცაგერში პირველად ტარდება. ორი დღის მანძილზე ფესტივალზე მოსულ ადამიანებს დაუვიწყარ საღამოებს ვპირდებით. ბუნებისა და მუსიკის საოცარი სინთეზი ადამიანებს საშუალებას მისცემთ, იპოვონ საკუთარი თავისუფლება. ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის ,,იპოვე შენი თავისუფლება. ფესტივალი რობი კუხიანიძე, გაგა – ფრანი ჩიხლაძე, ლაშა დადეშქელიანი, Band E Roll, და DJ ZAPA-ს უმასპინძლებს ” – განაცხადა ფანჯარაძემ.