საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ერიკა კვაპილოვას შეხვდა. შეხვედრა გენდერულ საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და თანმდევი რეზოლუციების განხორციელების საქმეში თავდაცვის სამინისტროს მიერ განცდილ პროგრესზე.
მინისტრის მოადგილემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმში აისახება.
ერიკა კვაპილოვას განცხადებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში კვლავ გააგრძელებს გენდერული არქიტექტურის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას, რაც სისტემური ტრეინინგების და სასწავლო სახელმძღვანელობის შემუშავებაში გამოიხატება.
ამასთანავე, გაგრძელდება მუშაობა სამინისტროს სისტემაში გენდერულ ნიადაგზე გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გადასროლისწინა მომზადების პროცესში გაეროს შესაბამისი რეზოლუციების სწავლებების გაფართოების შესახებ.
ბესიკ ლოლაძე ერიკა კვაპილოვას შეხვდა
18/07/2016