განათლების მინისტრი და გუბერნატორი გურიის რეგიონში პედაგოგებს შეხვდნენ

16/07/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0