ევროინტეგრაციის თემაზე ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის 30-მდე მონაწილე თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. შესაბამისი განცხადება ეროვნული უშიშროების საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ფაქტის გამო იმყოფება ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი.
“ამ სიტუაციამ შეფერხებები შექმნა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ კონფერენციის 30-მდე მონაწილე ვერ გაფრინდა სტამბოლის გავლით. ეს არის ცალკე პრობლემა და ვაგვარებთ მათი დაბრუნების საკითხს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცი 14-15 ივლისს გაიმართა.
თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის 30-მდე მონაწილე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს
16/07/2016