საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

16/07/2016

📢 მოხსნილია შეზღუდვა თურქეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების მგზავრობასთან დაკავშირებით.

📢 ასევე სრულფასოვნად აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და თურქული ავიაკომპანიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ოპერირებას.

📢 მგზავრებს ასევე უკვე შეუძლიათ გააგრძელონ მგზავრობა სტამბულიდან მათი საბოლოო დანიშნულების ქალაქებამდე და ასევე ჩამოფრინდნენ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სტამბულის გავლით.

📢 საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად თურქულმა ავიაკომპანიებმა დღეს დამატებითი ავიარეისები დანიშნეს:

📢 თურქეთის ავიახაზების რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან შეიცვალა და არის 15:45 ადგილობრივი დროით.

📢 ავიაკომპანია ატლას გლობალის რეისის გამოფრენის დრო სტამბოლიდან დაგეგმილია 16:20 საათზე ადგილობრივი დროით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0