სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა მოსახლეობას მიმართა და დასძინა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და სამხედრო პუტჩის მონაწილეების დაპატიმრება უკვე მიმდინარეობს. მან მოუწოდა მოსახლეობას, არ აყვეს პროვოკაციას და მშვიდი პროტესტით წინ აღუდგეს კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევებს.
ამბოხების ჩაშლის შესახებ განცხადება გააკეთა თურქეთის სადაზვერვო სამსახურმაც. მათივე განცხადებით, დაპატიმრებულია ქალაქ ბურსას ჟანდარმერიის უფროსი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა გადატრიალების ორგანიზებაში.