ქობულეთის მუნიიცპალიტეტში სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ჩაისუბანში გზის ასფალტირების სამუშაოები დღეს დაიწყო. საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ჩაისუბანი-შუამთა-ცეცხლაძეების მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი გზის 3 240 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება.
სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 898 888 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
ჩაისუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16/07/2016