ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესელაშვილები და კლდისუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ინდ. მეწარმე ,,ბეგლარ კეკელიძე“ აწარმოებს, რომლის მშენებლობაზეც 17.000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე გზის რეკონსრტუქციის შუალედური სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ავთანდილ დიასამიძემ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.