თუ სიაში არ ვიქნები, გუნდში დავრჩები

14/07/2016

თუ სიაში არ ვიქნები, გუნდში დავრჩები და არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას. თუ ასე მოხდა თავის თავს დააბრალონ, – ამის შესახებ ომარ ნიშნიანიძემ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სიის ფორმირებაზე საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მას გააჩნია გამოცდილება და რესურსი, რომლითაც შეძლებს ”ქართულ ოცნებას” დაეხმაროს.

”ჯერ მე ვერ წარმომიდგენია თუ არ ვიქნები სიაში, თუ ასე მოხდა, გუნდში ყოველ შემთხვევაში დავრჩები. არ მგონია, რომ გუნდმა ხელი მკრას და გუნდმა თუ ხელი მკრა თავის თავს დააბრალონ. მე ვფიქრობ, მაქვს რესურსი, ენერგია და სუფთა წარსული. შეხვედრები მქონდა გუნდში. ჩვენ ვსაუბრობთ და ლიდერებსაც ვხვდებით. უარი მე არსად გამიგია. თუმცა, ტრაგედია არც ის იქნება სიაში თუ არ ვიქნები”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

დეპუტატმა ”ქართულ ოცნებაში” ახალ სახეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „მათ იოლი გასეირნება არ ელოდებათ არჩევნებზე“ და დიდი შრომა მოუწევთ.

”ძალიან კარგი და წარმატებული ახალგაზრდები არიან. ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ ამ პერიოდში საკუთარი ცნობადობის ამაღლებას. თუმცა მათ თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ. თუ კარგი დაბალანსებული იქნება გუნდი ახალი და ძველი სახეებით, ვფიქრობ, გუნდი წარმატებული იქნება. ნებისმიერ გუნდს სჭირდება განახლება და ახალი სისხლი და კარგია, ოღონდაც ეს არ გამოვა თუ ეს დაბალანსებული არ იქნება ძველი გამოცდილი პოლიტიკოსებით. განათლება არც ჩვენ გვაკლია და თუ მათ ჰარვარდი დაამთავრეს, ჩვენ ჯავახიშვილი დავამთავრეთ წითელ დიპლომზე. ასე, რომ გვერდში დგომით წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0