„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის 15 ახალი სახე წარადგინა

13/07/2016

„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

პარტიის ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები დადებით მუხტს შემოიტანენ ქართულ პოლიტიკაში.
ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0