„ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა დასრულდა. ამ წუთებში კი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ოფისი უკვე დატოვეს მინისტრებმა, რომლებსაც პრემიერმა პარტიის საარჩევნო გუნდის ახალი წევრები წარუდგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
12/07/2016