„ქართული ოცნების“ ოფისში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები და მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
დღევანდელ შეხვედრას სავარაუდოდ ესწრება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. როგორც მინისტრებმა ჟურნალისტებს ოფისში შესვლამდე განუცხადეს, საუბარი შეეხება ხვალ დაგეგმილ პარტიის ახალი სახეების პრეზენტაციას. ასევე პარტიულ და მაჟორიტარულ სიას.
ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახალი სახეების დასახელებისგან თავს იკავებენ. პარტიის ოფისში სავარაუდოდ ახალი სახეებიც იმყოფებიან, თუმცა ისინი მედიის წინაშე ჯერჯერობით არ გამოჩენილან.
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები და მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობაა შეკრებილი
12/07/2016