30 ივლისს Black Sea Arena-ზე პირველი კონცერტი გაიმართება

10/07/2016

ურეკში მდებარე Black Sea Arena 30 ივლისს გაიხსნება. როგორც დარბაზის დირექტორი დიმიტრი ბერიძე აცხადებს, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ ვარსკვლავების ვინაობა, ვინც ზაფხულსა და შემოდგომაზე ურეკში კონცერტებს გამართავენ. ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი დღეს საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერეს.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ, საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა, მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული მილიონობით ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.ხელმოწერის ცერემონიამდე,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკონცერტო დარბაზი დაათვალიერა. რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0