სტიქიის გამო 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გხსნა გადაიდო

09/07/2016

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.
შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, დაზარალებულ რეგიონებში, სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში, ხოლო მინისტრის მოადგილეები აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0