სამტრედიაში გაღმა ზონის სოფლებში სტიქიას კვლავ აქტიურად ებრძვიან

08/07/2016

უხვი ნალექი გომის თემის მოსახლეობას ისევ პრობლემებს უქმნის . მიმდინარე კვირაში ინტენსიური სამუშაოების ჩატარების მიუხედავად დღეს წვიმის შედეგად არხები კვლავ ჩაიხერგა, რამაც გზის დატბორვა გამოიწვია. ამ ეტაპზე დაბლა გომსა და დაფნარის ტერიტორიაზე ტექნიკის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს აქტიურ კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია. უშუალოდ ლოკაციის ადგილზე იმყოფებიან გამგებლის მოადგილე მამუკა თავაძე , საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ ლეჟავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. მიუხედავად სამუშაოების წარმოებისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზებისა სიტუაციის სტაბილიზება ამინდის გამოდარებაზეა დამოკიდებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0