სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი დაზიანდა

08/07/2016

გადაუღებელი წვიმების შედეგად, ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარე „უთვირის“ (მდ. სბანგშანი) ხეობაში ჩამოწოლილმა ღვარცოფმა გამოიწვია მდინარის ადიდება, რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი და ხიდი. განადგურებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯებირები და არსებობს ხიდის წაღების საშიშროება.
დილიდან ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0