დევნილთა წყაროებით უზრუნველყოფაზე რეგიონალური შეხვედრა გაიმართა

08/07/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი გოგი რევია, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და რეგიონის მუნიციპალიტეტის პირველი პირები დღეს დევნილთა წყაროებით უზრუნველყოფაზე და მათ საჭოროებებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხევდაზე დევნილთა გაზრდილ საარსებო წყაროებზე და სტრატეგიაზე ისუბრა სსიპ. „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თვმჯდომარემ ირაკლი უჯმაჯურიძემ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტების მენეჯერმა ეკა გვალიამ და საბჭოს დევნილთა სამინისტოსთან ურთიერთობის კოორდინატორმა დამსწრეებს საარსებო წყაროების გაზრდილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია. გაიზარდა დევნილთა პროგრამებით უზრუნველყოფა პროფესიული განათლების მიღების კუთხით, კერძოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის მგზავრობისა და ბინის ქირით უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
მიწაზე ხელმისაწვდომობა და დასაქმება.
გამოიყოფა მცირე გრანტები სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერისთვის 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.პროექტი ითვალისწინებს ინიციატივების მხარდაჭერას და ასევე სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას.პროექტით მოსარგებლეთა 80% ქალის ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ შეხვედრაზე გააკეთა მოხსენება სოციალური პროგრამების 12 პუნქტშიგათვალისწინებული დევნილთა პრობლემების მხარდაჭერა. შეხვედრის დასარულს მუნიციპალიტეტების წრმომადგენლებმა ადგილობრივ პროგრამებში გათვალისწინებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი პროექტები წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0