ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიაფრენა 22 ქალაქიდან განხორციელდება

08/07/2016

მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიაფრენა 22 ქალაქიდან განხორციელდება.
ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან.
აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან, შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან, ყაზახეთის 6 ქალაქიდან და კიევიდან.
2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სულ 788 ავია-ფრენა განხორციელდა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 34,9%-იან მატებას გულისხმობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0