14-15 ივლისს, ქ. ბათუმი რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობის, განვითარებისა და მრავალფეროვნების კავშირი” უმასპინძლებს, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. წელს კონფერენცია GLOBSEC-თან თანამშრომლობით გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო, აკადემიური, მედია და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
წელს კონფერენცია მიეძღვნება ევროპულ დღის წესრიგში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, ევროპული ინტეგრაცია და თანამშრომლობის ახალი ფორმები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, რეგიონის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა.
4-15 ივლისს ქ. ბათუმი რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
06/07/2016