გოჩა ცოფურაშვილი IFAD – ის ექსპერტებს შეხვდა

06/07/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ექსპერტებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაზე გაამახვილა.
გოჩა ცოფურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრარული დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორად წარიმართოს საძოვრების მართვის პოლიტიკა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ყველა რეგიონში უნდა მოხდეს საძოვრების, როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის, და მწვანე მასის მდგომარეობის შესწავლა, რადგან აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია მესაქონლეობის დარგის განვითარების ხელშეწყობასთან.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ექსპერტებთან აღნიშნული მიმართულებით საპილოტე პროექტის მომზადების შესაძლებლობების საკითხი განიხილა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე და პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამეტის უფროსი ეკატერინე ზვიადაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0