წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოქმედელის ქუჩაზე

05/07/2016

ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დღეს მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა და შემოქმედელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა.
“მოხარული ვარ, რომ ამ ქუჩაზე წლების მანძილზე არსებული პრობლემა გვარდება და წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობას სასმელი წყალი შეყოვნების გარეშე მიეწოდება. მადლობს ვუხდი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელიც ჩვენი თხოვნის შემდგომ აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს“- განაცხადა სიორიძემ.
შემოქმედელის ქუჩაზე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0