სტიქია იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში

05/07/2016

სტიქია იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მეწყერი ჩამოწვა და ჩაიხერგა ბაღდათი-საირმის გზის რამდენიმე მონაკვეთი, სოფელ წითელხევში კი ადიდებული კორისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები და სახლები დატბორა, წაიღო ხიდბოგირი, დაანგრია სათბური.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახური და პოლიცია, ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ამ დროისათვის შექმნილი კომისია ახორციელებს ზარალის ზუსტი ოდენობის თვლას, იმისათვის, რომ მოსახლეობას დროულად აღმოუჩინონ დახმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0