ბაკურიანში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება

05/07/2016

დაბა ბაკურიანში მთის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
როგორც გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ აღნიშნა, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. მთის და ფარნავაზის ქუჩებსა და მათ მიმდებარე ჩიხებში მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია გრუნტის პირვანდელ მდგომარეობამდე მოყვანა, რის შემდეგ აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდება მოასფალტების სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს იაგორას ველზე.
ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ჯამში 946 731 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0