ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის კულტირუსა და დასვენების პარკში საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული ამოქმედება აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსულ რუსთაველებს სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები და სხვა სახის ლიტერატურა დაურიგდათ. რუსთაველების გარდა, აქციაში ქალაქის უცხოელი სტუმრებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც რუსთავის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახალისო აქტივობები წარმოუდგინეს. ღონისძიების ბოლოს, საზაფხულო თეატრში, რეჟისორ თომა ჩაგელიშვილის მიერ, ევროპის ისტორიის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა.
ასოცირების შეთანხმების ნაწილი 2014 წლის სექტემბრიდან შევიდა ძალაში. 1 ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული პუნქტები, სადაც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პრინციპებს.
რუსთავში ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედება აღინიშნა
04/07/2016