ნორიოს ბაღში სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა

01/07/2016

ნორიოს საბავშვო ბაღში სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელები სიმღერებით, ლექსებითა, ქორეოგრაფიული და სხვადასხვა სასცენო ნომრებით შეეგებნენ სტუმრებს.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ხოშტარია და გამგებლის წამომადგენელი ზაზა გვაზავა ესწრებოდა. მამუკა კვიტაშვილმა მიულოცა აღსაზრდელებს სასწავლო წლის დასრულება და მომავალ პირველ კლასელებს წარმატებები უსურვა.
ნორიოს ბაღი 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა ბაღს წელს პირველად ჰყავდა გამოსაშვები ჯგუფი. საბავშვო ბაღისათვის ადგილობრივი ბიუჯეტითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 112 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ბაღი დღეისათვის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
მშობლებმა პედაგოგებს – მედია ქირიასა და ირმა გვარამიას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, მადლობა გადაუხადეს პატარებზე მზრუნველობისათვის და მათთვის კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0