ძლიერი ქარიშხალის შედეგად თვითმმართველი თემის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის – ალექსანდრე შათირიშვილის # 883 ბრძანების შესაბამისად, შექმნილია ზარალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ წუთებშიც ადგილზე ითვლის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს.
ჯგუფის ხელმძღვანელი, გამგებლის პირველი მოადგილე – დავით ნაპირელი ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. დავით ნაპირელის თქმით – “ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული კუთხით აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება”.
ძლიერი ქარიშხალი კახეთში
01/07/2016