სამტრედიაში ახალი ხიდი გაიხსნა

01/07/2016

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტოლები–ბუღნარას ხიდის მშენებლობა დასრულდა. მისი სიგრძე 33 მეტრია და ერთმანეთთან ორ სოფელს აკავშირებს. ხიდი 2014 წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა და ამ დრომდე ამორტიზებული იყო. ახალი ხიდი ფოტოგამოფენით გაიხსნა, რომელიც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გაგმებელმა ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 900 000 ლარია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი, რომლისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 494 574 ლარია გამოყოფილი. ასფალტო–ბეტონის დაგების სამუშაოები ამ ეტაპზე სოფელ ჩხენიშში ხორციელდება. ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი იგება. რეაბილიტირებული გზით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, ეს მოანკვეთი ასევე, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის ღირებულება 1 315 88 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0