ახალციხეს წელს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს

01/07/2016

ახალციხეს წელს სამი საპატიო მოქალაქე ყავს, სამივე მათგანი ქალბატონია. საპატიო ახალციხელად წელს თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე დასახელდა. ახალციხის მერიამ, საპატიო მოქალაქეები საზოგადოებას , სახალხო დღესასწულზე წარუდგინა „ ცრემლებს ვერ ვიკავებ ძალიან ბედნიერე ვარ. ჩემი შრომა დაფასდა და როგორც აღმოჩნა ჩემს ბავშვებს სულ ვახსოვარ „- აღნიშნა დაჯილდოვების ცერემონიალზე ლელა ნაროზაულმა . საპატი მოქალაქე თინა ჯაყელმა კი“ საპატიო მოქალაქის“ სტატუს მინიჭებულ მამაკაცებს, ხუმრობით მიმართა „ახლა ყველა მამაკაცს , რომლებიც საპატიო მოქალაქეები არიან შეჯიბრში გიწვევთ, ვინ უფრო მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ახალციხისთვის და ახალციხელებისთვის . მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში არ დავბადებულვარ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ახალციხელები „- აღნიშნა თინათინ ჯაყელმა. საპატიო მოქალაქე თინათინ ჯაყელი სამცხე ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა აკაკი მაჭუთაძემ, ნათელა იაძე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორემ – დააჯილდოვა, ხოლო ლელა ნაროზაულს ჯილდო ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ გადასცა. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად , უკვე მეორე წელია ახალციხის საპატიო მოქალაქეს საზოგადოება ირჩევს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0