ტერორიზმი არ ინდობს არავის, მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია

01/07/2016

კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, და არა მხოლოდ მათთან, თანამშრომლობის კუთხით; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია.
„მინდა, გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი. ტერორიზმი არ ინდობს არავის, მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია. შეძრწუნებულები ვართ ამ შემზარავი ფაქტით,“ – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0