დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გენდერულ მრჩეველთა სამდღიანი სემინარი – „გენდერული საკითხების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაიხსნა.
სემინარის ფარგლებში ტრენერები გენდერული თანასწორობის ძირითად ცნებებზე, გენდერულ როლებზე, სტერეოტიპებზე და კონფლიქტის დროს გენდერული ნიშნით ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ ნატოს პოლიტიკასა და ნატოს ახალ სამოქმედო გეგმას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასა და თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას.
სემინარი თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და უწყების ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით იმართება.
სემინარი თავდაცვის სამინისტროს გენდერული მრჩევლებისთვის
29/06/2016