თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიული შენობების აღდგენა ძველ თბილისში სხვადასხვა ქუჩებზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი გამორჩეული, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარესტავრაციო პროექტია. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ისტორიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.
ამჟამად, შენობის შიდა ეზოს მხრიდან აივნებს, ასევე, სანაპიროს მხარეს მდებარე ფასადსა და აივნებს რესტავრაცია უტარდება.
აღდგენილია სახლის გვერდითა ფლიგელი და დასრულებულია ამავე მხარეს აივნებისა და ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები.
შენობის დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინდივიდუალურად უტარდება ყველა აივანს და საფასადე ორნამენტებს.
დიმიტრი უზნაძის ქუჩა N4- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია 2016 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.
უზნაძის N4-ში ისტორიული შენობის აღდგენა მიმდინარეობს
28/06/2016