საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ კვალითის საავტომობილო გზის მონაკვეთი ერთ – ერთია იმ პროექტთა შორის, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. რეაბილიტაცია დაზიანებული მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს, განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 277054 ლარს შეადგენს. ასფალტის საფარით მოწესრიგებას გზის 1500 – მდე მონაკვეთი ექვემდებარება. სამუშაოებს „საპოვნელა+“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი გაეცნო. ტარიელ თუთარაშვილის განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ათეულობით საავტომობილო გზის მონაკვეთი დაექვემდებარა რეაბილიტაციას, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
სოფელ კვალითში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
27/06/2016