პროექტ ,,შავი ზღვის მარგალიტი”-ს ფარგლებში დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ერთად კომპანია ,,ICBT CORPORATION”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გურიის რეგიონში 500 ჰა მიწის ნაკვეთზე, თავისუფალი აგროსამრეწველო ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხები განიხილეს.
„ კომპანია ,,ICBT CORPORATION”-ის წარმომადგენლებთან ჩვენ რამოდენიმე საკითხი დეტალურად გავიარეთ, რომლებიც ითხოვენ გურიის რეგიონში საწარმოთა მშენებლობას და დაახლოებით 20-მდე საწმოს ჩამონათვალი აქვთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რა ტერიტორიის გამოყოფას შევძლებთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად დაიტვირთოს რეგიონი, აშენდეს ახალი საწარმოები და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. რეგიონში სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები კი მხარის ეკონომიკის განვითარებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს”,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
როგორც შეხვედრაზე „კორპორაცია-საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრი“-ს ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ დოლიძემ აღნიშნა, პროექტ შავი ზღვის მარგალიტის ფარგლებში აჭარაში, გონიო-კვარიათის დასახლებაში, იგეგმება ეკო ქალაქის მშენებლობა, ხოლო გურიაში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა. ძირითადი პროექტი მზად არის და მიმდინარეობს მსჯელობა რეგიონში რომელი საწარმოები აშენდება, რამდენი ადამიანი დასაქმდება და რა ვადებში შესრულდება აღნიშნული სამუშაოები.
გუბერნატორი კომპანია,,ICBT CORPORATION”-ის წარმომადგენლებს შეხვდა
27/06/2016