მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“ნაცები მოსახლეობის 80%-ს ეზიზღება, მათი ყოფნა მთავარ ოპოზიციურ ძალად კომფორტულია ხელისუფლებისთვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნაცმოძრაობის გადასარჩენად და მათ მე-2 ადგილზე გასაყვანად—ეს გახლავთ რამდენიმე ამა ქვეყნის ძლიერის პოზიცია. ვფიქრობ ეს მოსაზრება არის ძირშივე მცდარი, ხოლო ნაცმოძრაობისთვის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება დანაშაულია. თუმცა, როგორც ვატყობ ნაცებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მე-2 ადგილზე გავიდნენ.
P.S.ჩემი გამოცდილებით ვიცი,რომ ასეთი თამაშები სავალალოდ მთავრდება!!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.