საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
იუვალ ფუქსი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2012 წლის 10 სექტემბრიდან იკავებს.
გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
24/06/2016