200-მდე წყლის ჩამოსხმა-დაფასოების ქარხანა ქვეყანაში

24/06/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფცია-პროგრამა ,,წყალი-ეროვნული სიმდიდრე“, კონცეფციის ავტორმა პროფესორებმა პაატა გოირგაძემ და ნოდარ ჩხაიძემ წარუდგინეს.
კონცეფცია საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანას და საქართველოში არსებული მიწისქვეშა სასმელი წყლების ჩამოსხმის ინდუსტრიის შექმნას გულისხმობს. ჩამოსხმა-დაფასოების ინდუსტრიის შექმნა არსებული წყლის მარაგების 0,75 % გამოყენებას ითვალისწინებს. ეს რაოდენობა კი საშუალებას იძლევა საქართველომ ყოველწლიურად 50 მილიარდი ლიტრი დაფასოებული სასმელი წყალი აწარმოოს.პროგრამის რეალიზაცია ქვეყანას ყოველწლიურად 12 მლრდ.აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში შემოსავალს მოუტანს. აშენდება 200-მდე წყლის ჩამოსხმა-დაფასოების ქარხანა(მინიმუმ ერთი ქარხანა რაიონში),პირველ ეტაპზე შეიქმნება 120-140 ათასი სამუშაო ადგილი, შეიქმნება განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აშენდება ახალი პორტები და ტერმინალები, მრავალი მილიონი ლარი გამოიყოფა ტყეების გაშენება-რეაბილიტაციისთვის, მიღებული შემოსავლების რეინვესტირებით მე-10 წელს საქართველოში მაღალი ანაზრაურებით დასაქმდება 450 ათასამდე ადამიანი.
კონცეფცია-პროგრამის ავტორი პროფესორები: პაატა გიორგაძე, ზაურ ციხელაშვილი და ნოდარ ჩხეიძე, სხვა 50-მდე მეცნიერთან ერთად , თითოეულ რეგიონში განიხილავენ პროექტს და გააცნობენ საზოგადოება. საქართველო არ არის ღარიბი ქვეყანა და დიდ სიმდიდრეს ფლობს წყლის რესურსების სახით, ამ რესურსების კეთილგონივრულად გამოყენება კი ქვეყანას დიდ შემოსავალს და ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0