დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩოლობარგში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.
სამუშაოებს შპს „დამბა“ ასრულებს, რისთვისაც 427 296 ლარია გამოყოფილი.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დასრულდება.
გამგებელმა სამუშაოები დაათვალიერა
23/06/2016