სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ პროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა

23/06/2016

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩააგდო. ”ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ასეთი ქმედებაზე ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, მხარი მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 9 წევრმა მისცა. შესაბამისად, პროექტი ჩავარდა. კენჭისტრის წინ განაცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ” გია ვოლსკიმ.

”ჩვენ ამ თემაზე ფრაქციაში ვიმჯელეთ. აზრები გარკვეულწილად გაიყო, მაგრამ ძირითადად არ ვიზიარებთ იმ შეხედულებას, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰქონდა. პროექტის სულიკვეთებას ვეთანხმებით. შევიწროება – იქნება ეს მანდილოსნების შევიწროება, თუ ნებისმიერი სხვა შევიწროება სექსუალურ ნიადაგზე, კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მეტ დახვეწას და სრულფასოვნებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ფრაქციას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება არ აქვს. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ფრაქციაში კენჭისყრა თავისუფალი რეჟიმით იქნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკანონმდებლო ინიციატივა ”რესპუბლიკელ” დეპუტატებს თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელს ეკუთვნოდათ.
”ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 8 ივნისის სხდომაზე, 60-ხმით დაუჭირა მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0