მინისტრებმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“ მოინახულეს

23/06/2016

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყო. განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეცნენ. მინისტრები სტუდენტებსაც შეხვდნენ, სწავლების პროცესს გაეცნენ და სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერეს.

პროფესიული სასწავლო დაწესებულება, სადაც ტრადიციულ ქართულ გარემოს, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და განახლებული სასწავლო აუდიტორიები ერწყმის, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე შეფასა – „სწორედ ეს არის ის ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0