26 ივნისს, ქ.სიღნაღში ყოველწლიური ქართული პროდუქციის ფესტივალი „გურმანი საქართველო“ 2016 გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები: ღვინის, ყველის, ლუდის, თხილის, გამხმარი ხილის და პროდუქციის სხვადასხვა სახეობის მწარმოებლები. სპეციალურად ამ დღისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტურები უცხოელი ტურისტებისათვის
პროექტის მიზანია: ქართული პროდუქციის, ინოვაციური ნაწარმის პოპულარიზაცია, გაყიდვების სტიმულირება^;
ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოებული ქართული ღვინის, ლუდის, ყველის, თხილის, თაფლის, გამხმარი ხილის და პროდუქტების სხვადასხვ სახეობების, საზოგადოების ფართო ფენებისა და უცხოელი ტურისტებისათვის წარდგენა და შეთავაზება;
ქართული კულტურისა და ტრადიციების განვითარება და ხელშეწყობა (პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრში გაიმართება საკონცერტო-გასართობი პროგრამა);
ქართული მწარმოებელი კომპანიების, სოფლის მეორნეობის დარგის წარმომადგენლების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთისათვის გაცნობა და დაკავშირება.
26 ივნისს ფესტივალი „გურმანი საქართველო“ 2016 გაიხსნება
21/06/2016