ფურტიოში სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

21/06/2016

სოფელ ფურტიოში სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ბეტონის საფარი გზის კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთზე დაიგება. სამუშაოებს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ნნნ“ ახორციელებს.
სამუშაოზე ადგილობრივებთან ერთად ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული მეგზევეებიც მუშაობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0