საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭრისათვის, საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა.
გიორგი მარგველაშვილმა კონრადო სალდივარი დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და საპატიო ჯილდო პირადად გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
21/06/2016