თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება, – ამის შესახებ prof-news-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან” აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია SKYBUS შეასრულებს.
მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია “სერვისეარი” შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი-ბათუმი- ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ფრენების განრიგი ასეთია – ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30; თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25; თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი – ბათუმი: 09:00; ბათუმი – ნატახტარი: 11:00.