საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდ.ლიახვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულ ხიდებზე, სადეფორმციო ნაკერის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 21 მაისიდან, ხიდის მარცხენა (ქუთაისი-თბილისის) მიმართულებაზე, ამ დრომდე იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.