გამგებელმა ლესისა და ჯურუყვეთის სააღმზრდელო ცენტრები მოინახულა

17/06/2016

დღეს მუნიპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ლესისა და ჯურუყვეთის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა. ყველა სააღმზრდელო ჯგუფში მიმდინარეობს საანგარიშო ღონისძიებების ჩატარება.
საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ღონისძიება გვიჩვენეს პატარებმა. ცეკვა, სიმღერა, მხატვრულად წაკითხული არაერთი ლამაზი ლექსი. აღსაზრდელებმა არაჩვეულებრივი სანახაობა წარმოადგინეს.
ბავშვებს სასწავლო წლის დასრულება მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ მიულოცა. „-მინდა განსაკუთრებით პატარებს მივულოცო სწავლების პირველი ეტაპის დასრულება. ისინი უკვე სკოლისთვის ემზადებიან. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. სასწავლო წლის დასრულებას ვულოცავ პედაგოგებს და მინდა აღვნიშნო, რომ მომავალი 2016-2017 სასწავლო წლიდან ბევრ სიახლეს ვგეგმავ, 200 000 ლარით მოიმატებს სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი. ეს თანხა კი ძირითადად ხელფასების მომატებას მოხმარდება.“_ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ბატონმა ზაზამ ლესაში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. ჯურუყვეთში კი ბაღის ახლადაშენებული შენობა მოინახულა. ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის აღსაზრდელები ახლადაშენებულ სააღმზრდელო ჯგუფში გააგრძელებენ სწავლას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0