ლევან ვასაძის ლოგიკით, თავდაცვის მინისტრად დოდო გუგეშაშვილი უნდა დაგვენიშნა

17/06/2016

ლევან ვასაძის ლოგიკით, საქართველოს თავდაცვის მინისტრად დოდო გუგეშაშვილი უნდა დაგვენიშნა, რადგან ის სანგარშიც იწვა და თოფსაც ისროდა, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილმა.

“როგორც ჩანს, მან არ იცის, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე არ შეიძლება სამხედრო პირი დაინიშნოს, რადგან ეს პოლიტიკური თანამდებობაა. მაგ ლოგიკით, შეგვეძლო, თავდაცვის მინისტრად დოდო გუგეშაშვილი დაგვენიშნა, რადგან ის სანგარშიც იწვა და თოფსაც ისროდა. რაც შეეხება იმას, რომ თურმე თინა ხიდაშელი სამშობლოს და აფხაზეთს ღალატობდა, იქ აფხაზები, ქართველები, რუსები იყვნენ და თავად რომელ მხარეს იყო?! ჩვენს მხარეს არ იყო და არ გვახსოვს, საით იყო, რომელი მხრიდან ჰქონდა ყური მოდებული?!“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის შეფასებით, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ ლევან ვასაძემ Palitranews-ის ეთერში, გადაცემაში ”ფალავანდიშვილთან” განაცხადა.

“თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე… ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს. ეს ქალი სანგარშია ნაწოლი, ავტომატი აქვს ნასროლი თუ რა დამსახურება აქვს ქართული მხედრობის წინაშე?! თქვა, რომ სულ არ მედარდება აფხაზეთს დავიბრუნებთ თუ არა და, მინისტრად დაგინიშნეს. მოდი ახლა შენ და იზეიმე, ვაი რა კარგია ჩვენი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0