ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

15/06/2016

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში რკინა-ბეტონის გზის დაგებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს და პროექტის ღირებულება 14051 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0