პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარედგინა პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს კიდევ ერთი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა.
დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.
ცვლილებების განხორციელება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
აღნიშნული კანონი გენდერული კვოტების დაცვის შემთხვევაში, პარტიების ფინანსურ წახალისებას ახლაც ითვალისწინებს – მოქმედი კანონით, დაფინანსების მიმღები პარტია საბაზისო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იმ შემთხვევაში იღებს, თუკი პარტიული სიის ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით არის წარმოდგენილი.
როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ნორმის მიუხედავად, როგორც უმაღლეს, ისე ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებში ქალთა რაოდენობა მცირეა.
პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წარედგინა
15/06/2016