ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე სააკაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ, ქალაქის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს განსახორციელებელ სამუშაოებზე ესაუბრა. აღნიშნულის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტი სამი მრავალსართულიანი ბინის სადარბაზოს რეაბილიტაციას დააფინანსებს, სადარბაზოების რეაბილიტაციაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 23 000 ლარს დაიხარჯება, რაც საერთო მოცულობის 90 %-ს უდრის.
თელავის მერია მრავალსართულიანი ბინების რეაბილიტაციას დააფინანსებს
14/06/2016