განათლების მინისტრის შეცვლით კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას

14/06/2016

არ მგონია, რომ კვირიკაშვილმა განათლების ახალი მინისტრი მხოლოდ 4 თვით მოიყვანა, ვფიქრობ, მასთან უფრო ხანგრძლივი გეგმები აქვს, – ამის შესახება ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან არ იცის, კვირიკაშვილი როგორ მოიქცევა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებები კიდევ განხორციელდება.

„განათლების მინისტრის შეცვლით კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას. ძველ მინისტრთან მკვეთრი კითხვები არ არსებობს. საერთოდ, განათლებას ბევრი ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეიძლებოდა იმ ბიუჯეტიდან, ყველაფერი კეთდებოდა. ახლა გაჩნდა საშუალება, რომ ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში განათლება გახდეს პრიორიტეტი. კარგად გვახსოვდეს, რომ მხოლოდ განათლებას შეუძლია ქვეყნის განვითარება. 4 თვეში ახალი მინისტრი სასწაულს ვერ გააკეთებს, მაგრამ, ალბათ, შემდეგაც გააგრძელებს ახალი მინისტრი. არ მგონია, რომ კვირიკაშვილმა ის მხოლოდ 4 თვით მოიყვანა, მგონია, რომ უფრო ხანგრძლივი გეგმები აქვს მასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0